Wednesday, March 10, 2010

სიახლე პანდებზე

ამერიკაში დაბადებულ-გაზრდილი ორი დიდი თეთრი პანდა - 3 წლის მეი ლანი და 4 წლის ტაი შანი სპეციალური გალიებით ჩინეთში "ბრუნდებიან", სადაც "პანდების
გამრავლების პროგრამაში" მიიღებენ მონაწილეობას. დამშვიდობებისას თვალცრემლიანი გამზრდელები მათ მსხლითა და ვაშლით გაუმასპინძლდნენ. საქმე ისაა, რომ ჩინური კანონებით, მსოფლიოში არსებული ყველა თეთრი პანდა ჩინეთის საკუთრებაა და საჭიროების შემთხვევაში ჩინეთს მათი გამოთხოვის უფლება აქვს..

Thursday, March 4, 2010

საფრთხე


დიდი პანდა – გადაშენების პირას მისულ ცხოველთა საერთაშორისო სიმბოლო, ველური ბუნების საერთაშორისო სიმბოლო. მკვლევარების შეფასებით, ველურ ბუნებაში მხოლოდ 1600 პანდა ფიქსირდება და მათი მომავალი ძალიან ბუნდოვანია ეკონომიური ბუმის ფონზე ჩინეთში, სადაც ისინი ბინადრობენ.